პროექტ „საზოგადოებრივი პროკურატურის“ 2017 წლის შეჯამება

2018-01-16 11:05:59

საქართველოს პროკურატურა უკვე 10 წელია წარმატებით ახორციელებს პროექტს „საზოგადოებრივი პროკურატურა“, რომლის მიზანია დანაშაულის პრევენცია, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და საზოგადოების წინაშე საქართველოს პროკურატურის ანგარიშვალდებულების გაზრდა.
2017 წელს პროექტში ჩაერთო საქართველოს ყველა რაიონული პროკურატურა, შესაბამისად „საზოგადოებრივი პროკურატურა“ უკვე მთელი ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება. აღნიშნული პროექტის ფარგლებში ტარდება საგანმანათლებლო, ინტელექტუალური, კულტურის, სპორტის და სოციალური ღონისძიებები. საქართველოს პროკურატურის პროკურორები სკოლის მოსწავლეებთან, სტუდენტებთან, საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირებთან და მოსახლეობასთან მუდმივად ატარებენ საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს, საუბარი ეხება გავრცელებულ დანაშაულებს და მათი პრევენციის შესაძლებლობებს. სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტების მონაწილეობით პროკურორები მართავენ იმიტირებულ გამოძიებას და სასამართლო პროცესებს, ასევე ტარდება ფოტო და ნახატების გამოფენები.
2017 წლის „საზოგადოებრივი პროკურატურა“ იყო ყველაზე მასშტაბური - საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სულ 556 ღონისძიება გაიმართა. აქვე იხილეთ წლის შემაჯამებელი ვიდეორგოლი: