გურჯაანის რაიონული პროკურატურის წარმომადგენლებმა მოსწავლეებთან აზარტული თამაშების თემაზე შეხვედრა გამართეს

2017-11-10 17:13:50

გურჯაანის რაიონული პროკურატურის წარმომადგენლებმა, საჯარო სკოლის მოსწავლეებთან აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ქ. გურჯაანის საჯარო სკოლის მოსწავლეებს და პედაგოგებს თემაზე - ,,არასრულწლოვანთა დამოკიდებულება აზარტულ თამაშებთან“ მიაწოდა ინფორმაცია და აზარტულ თამაშებთან არასრულწლოვანთა დამოკიდებულება, გამოწვეული მძიმე შედეგები და პრობლემის პრევენციის საკითხები მიმოიხილა. ღონისძიებაზე, რომელიც ააიპ ,,გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანებისა“  და საინიციატივო ჯგუფის ,,მომავალი ჩვენია“-ს მხარდაჭერით ჩატარდა, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ პირთა ვიდეორგოლის ჩვენება მოეწყო. შეხვედრის დასასრულს  დისკუსია გაიმართა, სადაც პროკურორმა მოსწავლეებისთვის საინტერესო კითხვებს პასუხები გასცა.
ღონისძიება პროექტ „საზოგადოებრივი პროკურატურის“ ფარგლებში ჩატარდა და მისი მიზანია  მოზარდებში სამართლებრივი ცნობიერების გაზრდა, დანაშაულის პრევენცია და პროკურატურის მიმართ ნდობის ამაღლება.