მცხეთის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით იძულებით გადაადგილებული მოსწავლეებისთვის კულტურული ღონისძიება მოეწყო

2017-04-10 16:00:00

მცხეთის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით, ახალგორის რაიონიდან იძულებით გადაადგილებული სოციალურად დაუცველი მოსწავლეებისთვის კულტურული ღონისძიება მოეწყო.
მცხეთის რაიონის სოფელ წეროვანის საჯარო სკოლის იძულებით გადაადგილებული, სოციალურად დაუცველი წარჩინებული მოსწავლეები მცხეთის რაიონის პროკურორებთან და პედაგოგებთან ერთად შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში სპექტაკლს „12 განრისხებული მამაკაცი“ დაესწრნენ.
წარმოდგენის დასასრულს, მოსწავლეებმა და პროკურორებმა სპექტაკლის შესახებ ისაუბრეს და ვინაიდან წარმოდგენა ნაფიც მსაჯულებს შეეხებოდა, პროკურორებმა მოსწავლეებს საქართველოში აღნიშნული ინსტიტუტის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია და მათთვის საინტერესო კითხვებს უპასუხეს.
ღონისძიება პროექტ „საზოგადოებრივი პროკურატურის“ ფარგლებში ჩატარდა და მისი მიზანია  მოზარდებში სამართლებრივი ცნობიერების გაზრდა, დანაშაულის პრევენცია და პროკურატურის მიმართ ნდობის ამაღლება.