კამპანიის "მოზარდები ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ“ ფარგლებში ქ. ზუგდიდის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შორის ვიდეორგოლების კონკურსი ჩატარდა

2017-02-28 15:21:44

პროექტ „საზოგადოებრივი პროკურატურის“ ფარგლებში, ზუგდიდის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით,  ქ. ზუგდიდის    საჯარო სკოლის მოსწავლეებს შორის ოჯახში ძალადობის  ამსახველი შინაარსის მქონე ვიდეორგოლების კონკურსი ჩატარდა.
სპეციალური ჟიურის წინაშე წარდგენილი სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეების მიერ გადაღებული  ვიდეორგოლებიდან გამარჯვება  ზუგდიდის სსიპ მერაბ კოსტავას სახელობის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეების მიერ შექმნილმა ორმა ვიდეორგოლმა -  „დავიცვათ ბავშვთა უფლებები“ და „ძალადობა დანაშაულია - შეაჩერე!“ მოიპოვა.
გამარჯვებულებს და კონკურსის მონაწილეებს ზუგდიდის რაიონული პროკურატურის სახელით  ფასიანი საჩუქრები და სიგელები გადაეცათ.
კამპანია „მოზარდები ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ“,  რომლის  მიზანია ოჯახში ძალადობის პრევენცია,  მთელი  საქართველოს მასშტაბით გაგრძელდება.