დასავლეთ საქართველოს საოლქო და ქუთაისის რაიონული პროკურატურების ორგანიზებით საქველმოქმედო ღონისძიება ჩატარდა

2016-12-30 16:24:06

დასავლეთ საქართველოს საოლქო და ქუთაისის რაიონული პროკურატურების ორგანიზებით, საახალწლო დღესასწაულთან დაკავშირებით საქველმოქმედო ღონისძიება ჩატარდა. პროკურატურის თანამშრომლებმა ქუთაისში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახს დამდეგი ახალი წელი მიულოცეს და მარინა ჭანიკიძის  ოთხშვილიან ოჯახს  ტელევიზორი, საკვები პროდუქტები, ტკბილეული და საახალწლო საჩუქრები გადასცეს.
ღონისძიება პროექტ „საზოგადოებრივი პროკურატურის“ ფარგლებში გაიმართა და მისი მიზანია შეჭირვებული ოჯახებისთვის დახმარების გაწევა.