კახეთის საოლქო და რაიონული პროკურატურების ორგანიზებით საქველმოქმედო ღონისძიება ჩატარდა

2016-12-30 10:37:24

კახეთის  საოლქო და რაიონული პროკურატურების ორგანიზებით, საახალწლო დღესასწაულთან დაკავშირებით საქველმოქმედო ღონისძიება ჩატარდა. პროკურატურის თანამშრომლებმა  ქალაქ ყვარელში მცხოვრებ გიორგი ნაცვლიშვილის სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან ოჯახს დამდეგი ახალი წელი მიულოცეს და  საკვები პროდუქტები, ტკბილეული და საახალწლო საჩუქრები გადასცეს.
ღონისძიება პროექტ „საზოგადოებრივი პროკურატურის“ ფარგლებში გაიმართა და მისი მიზანია შეჭირვებული ოჯახებისთვის დახმარების გაწევა.