ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით სპორტული ღონისძიება გაიმართა

2016-12-28 15:48:02

ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით, საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სპორტული ღონისძიება გაიმართა.
ქედის, შუახევისა და ხულოს რაიონების საჯარო სკოლის მოსწავლეები ერთმანეთს თხილამურებით სრიალში შეეჯიბრნენ. ღონისძიებაში, რომელიც ხულოს რაიონის კურორტ ,,გოდერძი“-ზე გაიმართა, ოცდახუთმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.
შეჯიბრების დასასრულს სპეციალურმა სამსაჯო გუნდმა, რომელსაც სათხილამურო სპორტში აჭარის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვახტანგ მეხეშიძე ხელმძღვანელობდა, გოგონებსა და ვაჟებში გამარჯვებულები გამოავლინა. ვაჟებში პირველ, მეორე და მესამე, ხოლო გოგონებში პირველსა და მეორე ადგილას გასულ მოსწავლეებს ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის წარმომადგენლებმა სპეციალური თასები და მედლები გადასცეს, ხოლო სპორტული ღონისძიების ყველა მონაწილე სპეციალური სიგელებით დასაჩუქრდა.
ღონისძიება პროექტ „საზოგადოებრივი პროკურატურის“ ფარგლებში  ჩატარდა და მისი მიზანია პროკურატურის მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლება და მოსწავლე-ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.