მარნეულის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით მოსწავლეებისთვის წიგნის კითხვის დღე მოეწყო

2016-12-27 17:59:42

მარნეულის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით, საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის წიგნის საჯაროდ კითხვის დღე მოეწყო.
მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა და  ადგილობრივმა მწერალმა ზაქრო გიგაურმა  თეთრიწყაროს პირველ საჯარო სკოლაში გამართულ შეხვედრაზე  მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებთან ერთად ო. ჰენრის მოთხრობა „უკანასკნელი ფოთოლი“ წაიკითხეს, შემდეგ კი ნაწარმოების განხილვა მოეწყო. 
თეთრიწყაროს რესურსცენტრის მხარდაჭერით გამართულ შეხვედრაზე ასევე მოსწავლეებმა საკუთარი მოთხრობები და ლექსები წაიკითხეს. ღონისძიებაზე, რომლის მიზანს წიგნის პოპულარიზაცია წარმოადგენდა, მოზარდებში წიგნის კითხვის მნიშვნელობას გაესვა ხაზი.
ღონისძიება პროექტ „საზოგადოებრივი პროკურატურის“ ფარგლებში ჩატარდა და მისი მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში დანაშაულის პრევენცია,  ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია და პროკურატურის მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლება.