საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტი

საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის კომპეტენციაა საზოგადოებასთან აქტიური კომუნიკაცია და მედიასაშუალებების  საქმიანობის ხელშეწყობა, სწორი საინფორმაციო პოლიტიკის წარმოება.

დეპარტამენტი ორგანიზებას უწევს:

  • მთავარ პროკურატურაში მიმდინარე პროცესების (რეფორმები, სწავლებები, ოფიციალური შეხვედრები, ვიზიტები და სხვა ღონისძიებები) ამსახველი ინფორმაციის მომზადებას და გავრცელებას.

  • მთავარი პროკურორის და პროკურატურის თანამშრომელთა პრესკონფერენციებსა და ბრიფინგებს;

  • ამზადებს ინფორმაციასა და პრესრელიზებს პროკურატურის საქმიანობის შესახებ;

  • პროკურატურაში მიმდინარე და დასრულებული პროექტების პრეზენტაციას;

  • საზოგადოებისა და მასმედიის წარმომადგენლებთან თემატური შეხვედრების, პრესკონფერენციებისა და ბრიფინგების მოწყობას;

  • ინფორმაციის გავრცელებას საინფორმაციო არხების მეშვეობით;

  • მთავარი პროკურატურის ოფიციალური ვებგვერდის, ფოტო და ვიდეო არქივის შექმნას, დამუშავებას და განახლებას.

პროკურატურის საქმიანობის გაშუქებით დაინტერესებულ ნებისმიერ ჟურნალისტს შეუძლია მიმართოს დეპარტამენტს და მიიღოს ინფორმაცია დაქვემდებარებული დეპარტამენტების, რეგიონული და რაიონული პროკურატურების საქმიანობის შესახებ.

საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ოპერატიულ დახმარებას უწევს ჟურნალისტებს პროკურატურიდან ინფორმაციის ან მოხელის კომენტარის მოსაპოვებლად.

ამასთან, დეპარტამენტი სატელეფონო და უშუალო კონსულტაციას უწევს მოქალაქეებს, მათთვის საინტერესო საკითხის გასარკვევად რომელ სამსახურს მიმართონ. პასუხობს მოქალაქეთა მიერ უშუალოდ დეპარტამენტის თანამშრომლებისადმი ან მედიის მეშვეობით დასმულ შეკითხვებს.

სიახლეების გამოწერისათვის დაგვიკავშირდით ელექტრონული ფოსტის მეშვეობით: presscenter@pog.gov.ge

 

დაგვიკავშირდით:

თბილისი, ორთაჭალა, გორგასლის ქ.24

ტელეფონი: +995 32 2405231;  +995 32 2405244;  +995 32 2405150;  +995 32 2405151;


 დეპარტამენტის უფროსი:

დეპარტამენტის უფროსის მოადგილე: ნათია სუხიაშვილი nsukhiashvili@pog.gov.ge

მრჩეველი: ეკა ჩიჩუა echichua@pog.gov.ge

მრჩეველი: თეონა ანდალაშვილი tandalashvili@pog.gov.ge

მრჩეველი: მარინა რამიშვილი mramishvili@pog.gov.ge