შეხვედრა სტუდენტებთან საქართველოს პროკურატურაში

2019-06-08 12:07:33
საქართველოს გენერალურ პროკურატურაში  სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სამართლის სპეციალობის სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა. მათ საქართველოს გენერალური პროკურატურის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანი მხარდაჭერის უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი ნინო აღლემაშვილი შეხვდა. იგი სტუდენტებს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს სისტემასა და ამ პროცესში საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობაზე ესაუბრა. ღონისძიებას ახალგაზრდა კრიმინოლოგთა ჯგუფის მომართვის საფუძველზე განხორციელდა და მას 50-მდე მონაწილე ესწრებოდა.
შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია სასამართლო უნარ-ჩვევების, ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომის მიმდინარეობის,  პროცედურებისა და ნაფიც მსაჯულთა შერჩევის კრიტერიუმების შესახებ. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ნაფიც მსაჯულობის კანდიდატთა გამოკითხვისა და მათი ნდობის მოპოვების ტექნიკებზე. 
ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობა და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით პროკურატურა აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებსა და სტუდენტურ ორგანიზაციებთან. სისტემის მხრიდან, ახალგაზრდების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნვა და მიზნობრივი პროექტების განხორციელება მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.