გენერალური პროკურორი საქართველოს პრეზიდენტს შეხვდა

2019-05-22 18:41:17
საქართველოს გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე,   გენერალურმა პროკურორმა და პრეზიდენტმა საქართველოსა და EUROJUST-ს შორის თანამშრომლობის საკითხზე ისაუბრეს.  შალვა თადუმაძემ  სამუშაო შეხვედრაზე აღნიშნა, რომ EUROJUST-თან შეთანხმების გაფორმება საქართველოს შესაძლებლობას მისცემს, გამოიყენოს ორგანიზაციის ყველა რესურსი ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, მათ შორის რეგიონალური კუთხით, შავი ზღვის აუზის ქვეყნების მიმართულებითაც.
შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა გენერალურ პროკურორს 30 მაისს, პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიულ დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე დასწრების თანხმობა განუცხადა.