საქართველოს პროკურატურის 2018 წლის ანგარიში

2019-05-15 12:04:51
საქართველოს გენერალურმა პროკურორმა საქართველოს პარლამენტს წარუდგინა 2018 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში, რომელიც ეხება სისხლის სამართლის პოლიტიკის განხორციელების შედეგებს, გავრცელებული დანაშაულების სტატისტიკურ მაჩვენებლებს, სამართალწარმოების პროცესში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას, პროკურატურის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებს, პროკურორთა პროფესიული გადამზადებისა და განვითარების პროგრამებს.