პროკურატურამ ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო

2019-05-14 18:11:02

2019 წლის 14 მაისს  სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში  გამოძიება დაიწყო სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის ეთერში გასულ,  სავარაუდოდ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 164-ე პრიმა მუხლით.

ასევე,  ამავე მუხლით  დაიწყო გამოძიება ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტზე,  ლევან ხაბეიშვილის მიერ მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციასთან  დაკავშირებით.