ევროკავშირის პროექტის მხარდაჭერით პროკურატურაში ჰოლანდიელ ექსპერტთან შეხვედრა გაიმართა

2019-05-10 18:36:33
საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, ევროკავშირის პროექტის მხარდაჭერით, სამუშაო ვიზიტით იმყოფება ჰოლანდიელი ექსპერტი იაპ დევაარდი. მან  შეხვედრა გამართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის, იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, დანაშაულის პრევენციის ცენტრის, პრობაციის ეროვნული სააგენტოს, განათლების სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლებთან. 
სამუშაო შეხვედრაზე მტკიცებულებებსა და ანალიზზე დაფუძნებული სისხლის სამართლის პოლიტიკის და დანაშაულის ეფექტიანი პრევენციის საკითხები განიხილეს. მტკიცებულებებზე დაფუძნებული, ეფექტიანი სისხლის სამართლის პოლიტიკა და დანაშაულის პრევენცია, საქართველოს პროკურატურის საქმიანობის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა.