“ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერისთვის და ჯგუფური ძალადობისთვის ბრალდებულები დამნაშავედ იქნენ ცნობილი

2019-04-08 19:00:15
ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ბათუმის საქალაქო სასამართლომ,   “ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერისთვის სამი პირი, ხოლო ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერისა და ჯგუფური ძალადობისთვის ერთი პირი დამნაშავედ ცნო.
 სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ჯ.ნ., ბ.დ., ი.ა. და მ.წ. ახორციელებდნენ კანონიერი ქურდის საჯაროდ მხარდაჭერას, რაც ქმნიდა „ქურდული სამყაროს “ საქმიანობის განხორციელების აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს. 2018 წლის ივნისში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენში, მ.წ.- მ,  სხვა პირთან ერთად, ჯგუფურად, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა განახორციელა დ.დ.-ს მიმართ.
 სამართალდამცველებმა ჯ.ნ., ბ.დ., ი.ა. და მ.წ. 2018 წლის 17 ივლისს ქ.ბათუმში დააკავეს. ჯ.ნ.-ს, ბ.დ.-ს და ი.ა.-ს ბრალდება 2231 მუხლის პირველი ნაწილით (ქურდული სამყაროს წევრობა) და 2233მუხლით (ქურდულ შეკრებაში მონაწილეობა),  ხოლო მ.წ.-ს 223მუხლის პირველი ნაწილით (ქურდული სამყაროს წევრობა) და 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ჯგუფური ძალადობა) წარედგინათ. ოთხივე პირს  აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 
ბათუმის საქალაქო სასამართლომ ჯ.ნ., ბ.დ., და ი.ა. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2233-ე მუხლის პირველი ნაწილით (ქურდული სამყაროს საქმიანობაში მხარდაჭერა), ხოლო მ.წ. 2233-ე მუხლის პირველი ნაწილით (ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა) და 126-ე მუხლის 1ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ჯგუფური ძალადობა).  სასამართლოს  გადაწყვეტილებით  ჯ.ნ.-ს 2 წლით თავისუფლება აღკვეთა, ბ.დ.-ს 1 წლით 6 თვით და 15 დღით, მ.წ.-ს 2 წლით და 6 თვით, ხოლო ი.ა.-ს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.  ამავე განაჩენით ი.ა.-ს სასჯელის  მოხდა ავადმყოფობის გამო გადაუვადდა. დასაბუთებული განაჩენის მიღების შემდგომ, ბრალდების მხარე კვალიფიკაციის შეცვლის ნაწილში განაჩენის გასაჩივრების საკითხზე იმსჯელებს.