ქურდული სამყაროს წევრობისთვის და ჯგუფურად, დიდი ოდენობით ქონების გამოძალვაში ბრალდებულ სამ პირს 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

2019-04-08 16:58:10
 ბათუმის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ქურდული სამყაროს წევრობისთვის და ჯგუფურად,  დიდი ოდენობით ქონების გამოძალვაში ბრალდებული სამი პირი  დამნაშავედ ცნო. 
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ  ბ.ქ., რ.კ. და გ.შ. არიან „ქურდული სამყაროს“ წევრები, რომლებიც დაშინებით, მუქარით, იძულებით, ასევე “ქურდული გარჩევით“, დანაშაულის ჩადენით, დანაშაულის ჩადენისკენ წაქეზებით, საკუთარი კრიმინალური გავლენის გამოყენებით და სხვა უკანონო ქმედებით, მათთვის და სხვისთვის სარგებლის და უპირატესობის მიღების, ძალაუფლების და გავლენის მოპოვება-მინიჭების მიზნით, ქ. ბათუმში აქტიურად მონაწილეობდნენ ქურდული სამყაროს საქმიანობაში. 
აღნიშნულმა პირებმა   2018 წლის 29 იანვარს ჯგუფურად,  დიდი ოდენობით ქონების  გამოძალვის მიზნით, ქ. ბათუმში, კ.კ.-ს 20000 ლარი მოსთხოვეს. 
სამართალდამცველებმა ბ.ქ., რ.კ. და გ.შ.  2018 წლის 17 ივლისს ქ.ბათუმში  დააკავეს. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. 
ბათუმის საქალაქო სასამართლომ სამივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით (ქურდული სამყაროს წევრობა),  181-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ჯგუფურად,  დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვა) და სასჯელის სახედ და ზომად 5-5  წლით თავისუფლება აღკვეთა განუსაზღვრა.