პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

2019-03-21 13:58:17

რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და  განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ი.ვ. დამნაშავედ ცნო.   

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 25 ივნისს, გვიან ღამით თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ივანოვკაში, ქურდობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა ი.ვ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, განზრახ მოკვლის მიზნით პ.ც.-ს, მისსავე საცხოვრებელ სახლში, ხელებით და ფეხებით თავისა და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენა. პ.ც. მიღებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ი.ვ. 2018 წლის 26 ივნისს, თეთრიწყაროს რაიონის, სოფელ ივანოვკაში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით წარედგინა (განზრახ მკვლელობა) და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.  
რუსთავის საქალაქო სასამართლომ ი.ვ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში  და განაჩენთა ერთობლიობით  სასჯელის სახედ და ზომად 11 წლითა და 6 თვით  თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.