არასრულწლოვანთა განრიდება-მედიაციის პროგრამის მონაწილეთა მულტიდისციპლინური შეხვედრა

2019-03-15 10:15:24
არასრულწლოვანთა საქმეებზე მომუშავე პროკურორებმა, სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სოციალურ მუშაკებთან, მედიატორებთან და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად არასრულწლოვანთა განრიდება-მედიაციის პროგრამაში ჩართულ პროფესიონალთა შორის კოორდინირებული მუშაობის ხელშეწყობის, პროფესიონალთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და განრიდების პროგრამასთან დაკავშირებული გამოწვევების იდენტიფიცირების მიზნით გამართულ შეხვედრაში მიიღეს  მონაწილეობა.
პროკურატურის წარმომადგენელმა  შეხვედრის მონაწილეებს  განრიდება-მედიაციის პროგრამის მიმდინარე ანგარიში და ტენდენციები გააცნო. შეხვედრაზე   ასევე ისაუბრეს  აღდგენითი მართლმსაჯულების კონცეფციაზე, მიდგომებსა და ინდივიდუალური და რისკის შეფასების ანგარიშის ფორმებზე. 
იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ორგანიზებით და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით ორგანიზებული   შეხვედრის მნიშვნელოვან მიზანს წარმოადგენდა ასევე უწყებათაშორისი საკოორდინაციო მექანიზმის გაძლიერება და ამ პროცესში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება, რაც პროფესიონალთა მიერ ერთმანეთის როლის მორგებით და სამუშაო პროცესში აქტიური ჩართულობით წარმატებით განხორციელდა.
განრიდება-მედიაციის პროგრამა საქართველოში 2010 წლიდან მოქმედებს. მექანიზმი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად კიდევ უფრო გაძლიერდა 2016 წელს ამოქმედებული არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით. განრიდება-მედიაციის პროგრამაში ჩართვით ყოველწლიურად რამდენიმე ასეული არასრულწლოვანი ექვემდებარება სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატიული მექანიზმის გამოყენებას, რაც მათ საუკეთესო ინტერესშია.
2018 წელს საქართველოს პროკურატურის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით განრიდება-მედიაციის პროგრამაში ჩაერთო 897 14-დან 21 წლამდე პირი.