პროკურატურამ ქ. ზუგდიდის N6 საჯარო სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

2019-02-11 19:30:58
საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში, ქ. ზუგდიდის N6  საჯარო სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებასთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყო უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე,  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის  პირველი ნაწილით.
საქმეზე მიმდინარე გამოძიების პროცესში, ჩატარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. ჩატარებული გამოძიების შედეგების შესახებ კი დამატებით ეცნობება საზოგადოებას.