საქართველოს პროკურატურის განცხადება

2019-02-06 14:02:06

საქართველოს გენერალური პროკურატურა ორგანიზებას გაუწევს ზაზა სარალიძისა და სამივე მიმდინარე საქმის მოქმედი პროკურორების შეხვედრას, რომელიც შედგება სამშაბათს. დროისა და ადგილის შესახებ ინფორმაცია გახდება ცნობილი როგორც თავად ზაზა სარალიძისთვის, ასევე ეცნობება საზოგადოებას.
საქართველოს გენერალური პროკურატურა მუდმივად  მზად არის კომუნიკაციისა და პრობლემურ საკითხებზე მსჯელობისთვის ნებისმიერ პირთან, იქნება ეს დაზარალებული, ბრალდებული თუ დაინტერესებული პირი ამა თუ იმ საქმეზე. 
თუმცა აქვე აღვნიშნავთ, რომ  ზაზა სარალიძის მხრიდან  აგრესიული, კანონსაწინააღმდეგო და შეურაცხმყოფელი საქციელის გამო, რაც ამ წუთებშიც გამოავლინა პროკურატურის ტერიტორიაზე თვითნებურად შემოჭრით, სამწუხაროდ, მოკლებული ვართ მასთან კომუნიკაციის შესაძლებლობას. ამასთან,  კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ სამშაბათს, სამივე საქმის პროკურორი,  საქმიან ფორმატში მზად არის ზაზა სარალიძესთან შესახვედრად.