პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ქურდობისთვის ბრალდებულს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

2018-12-28 17:50:21
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ქურდობისთვის, რამაც  მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ბრალდებული ი.ჩ. დამნაშავედ ცნო.  
სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2015 წლის 26 ივლისს, ღამის საათებში, თბილისში, ი.პეტრიწის ქუჩაზე ი.ჩ. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ქუჩაში გაჩერებულ  5 დაზარალებულის ავტომანქანების სარკეებს.  
სამართალდამცველებმა ი.ჩ. შემთხვევის ადგილზე დააკავეს. მას ბრალდება  სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „დ“  ქვეპუნქტებით (ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი სატრანსპორტო საშუალების წინაღმდეგ) წარედგინა.  
თბილისის საქალაქო სასამართლომ ი.ჩ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.