პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დედის და დეიდის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ იქნა ცნობილი

2018-11-05 14:40:34
თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დედის და დეიდის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და  მუქარის ფაქტზე  ი.გ. დამნაშავედ სცნო. 
სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 4  ივნისს, ქ.თბილისში, ი.გ.-მ ურთიერთშელაპარაკების დროს, დედას - ნ.კ. თავისა და სხეულის სხვადასხვა არეში ქამრის ბალთა დაარტყა. მათ გაშველებას  ნ.კ.-ს და - ო.ც. შეეცადა, რა დროსაც ი.გ.-მ მას ხელის არეში ქამარი რამდენჯერმე  დაარტყა. შემდეგ კი  დედას ყელის არეში მოუჭირა ქამარი და მოკვლით დაემუქრა. ნ.კ.-მ შვილისგან თავის დაღწევა მოახერხა და მეზობლებთან საშველად გაიქცა. მას ი.გ. დაედევნა და  კვლავ  რამდენჯერმე დაარტყა ქამრის ბალთა.  
სასამართლოში ასევე დადგინდა, რომ ი.გ.-მ 2017 წლის ნოემბერში, ურთიერთშელაპარაკების დროს, დედამისს თავის არეში რამდენჯერმე დაარტყა მუშტი.  
სამართალდამცველებმა ი.გ. 2018 წლის 4 ივნისს ქ.თბილისში დააკავეს. მას  ბრალდება  საქართველოს  სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით, მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ), 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 
თბილისის საქალაქო სასამართლომ ი.გ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და  დანაშაულთა ერთობლიობით  სასჯელის სახედ და ზომად 1  წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. საიდანაც 6 თვეს პენიტენციურ  დაწესებულებაში მოიხდის, ხოლო 6 თვე  ჩაეთვალა პირობით მსჯავრად, 1 წლის გამოსაცდელი ვადით.