ოჯახში ძალადობისთვის ბრალდებულს 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

2018-10-09 13:20:34
თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მეუღლისა და არასრულწლოვანი გერის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში და ნივთის დაზიანებაში ბრალდებული გ.გ. დამნაშავედ ცნო.
სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 8 მარტს გ.გ.-მ ურთიერთშელაპარაკების დროს მეუღლეს - მ.ს.-ს და არასრულწლოვან გერს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რა დროსაც  მეუღლეს რამდენჯერმე დაარტყა სახეში, ხოლო 12 წლის გერს ფეხი ჩაარტყა მუხლში, შემდეგ კი მ.ს.-ს კუთვნილი კომპიუტერი და საოჯახო ტექნიკა დააზიანა.
სამართალდამცველებმა გ.გ. იმავე დღეს ქ.თბილისში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით,  (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი ორი პირის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით და წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ), 111, 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის ნივთის დაზიანება და განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 
თბილისის საქალაქო სასამართლომ გ.გ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.