მთავარი პროკურატურის განცხადება

2018-10-02 18:36:22
მედიაში გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან  დაკავშირებით მიმდინარე  გამოძიების ფარგლებში, ქ.თბილისის პროკურატურამ,  გამოკითხვის მიზნით, ზ.ო.  2018 წლის 4 ოქტომბერს კიდევ ერთხელ გამოიძახა, რადგან მის ჩვენებას დიდი მნიშვნელობა აქვს სამართალწარმოებისთვის.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების დაწყების შემდეგ,  2018 წლის 14 სექტემბერს, ზ.ო.-ს  ადვოკატმა პროკურატურას  განუმარტა,  რომ  მისი დაცვის ქვეშ მყოფი,  სექტემბრის  ბოლოს, დიდი ბრიტანეთიდან  საქართველოში დაბრუნების  შემდეგ  გამოცხადდებოდა  გამოკითხვაზე.
ამ ეტაპისთვის საგამოძიებო უწყებამ გამოკითხა ჩანაწერებში სავარაუდოდ მონაწილე პირები,  ომეგა ჯგუფში შემავალი სამი კომპანიის დირექტორი და კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი.
ამასთან, ყველა ის აუდიოჩანაწერი, რომელიც გამოძიების მიმდინარეობისას სხვადასხვა მედიასაშუალებებით  გავრცელდა, თან დაერთო სისხლის სამართლის  საქმეს. 
გამოძების ფარგლებში, აუდიოჩანაწერების ავთენტიკურობის და მონაწილე პირთა იდენტიფიცირების მიზნით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიება.
გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით ქ. თბილისის პროკურატურაში  2018 წლის 12 სექტემბერს დაწყებული გამოძიების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ეცნობება საზოგადოებას.