პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით, მეუღლის მიმართ ძალადობისთვის ბრალდებულს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

2018-09-13 17:16:55
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური და სისტემატიური ფსიქიკური ძალადობისთვის ბრალდებული გ.ა. დამნაშავედ ცნო. 
სასამართლოში  წარდგენილი  მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ გ.ა. სისტემატურად, გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით ძალადობდა მეუღლის მ.მ.-ს მიმართ, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ამცირებდა მას და აყენებდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას.  
სამართალდამცველებმა გ.ა. 2018 წლის 13 ივლისს ქ.თბილისში დააკავეს. ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულმა პროკურატურამ მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი  ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) და ორ ეპიზოდზე 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით  (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ განხორციელებული ფიზიკური და ფსიქიკური ძალადობა, რამაც დაზარალებულის ტანჯვა გამოიწვია, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით) წარუდგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 
თბილისის საქალაქო სასამართლომ გ.ა. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 2  წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.