ტერორისტული ორგანიზაციისთვის მომსახურების გაწევაში, თავშესაფრის მიცემასა და რესურსებით უზრუნველყოფაში ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო

2018-09-12 20:18:50

 2018 წლის 12 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა ტერორიზმის მხარდაჭერის საქმის განხილვა. სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, რის შედეგადაც ბ.ჩ.-ს და ზ.გ.-ს  მსჯავრი დაედოთ საქართველოს სსკ-ის 3311-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (ტერორისტული ორგანიზაციისთვის მომსახურების გაწევა, თავშესაფრის მიცემა და რესურსებით უზრუნველყოფა).

 ბ.ჩ.-ს საპროცესო შეთანხმების საფუძველზე შეეფარდა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 3 წელს მოიხდის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი ხუთი წელი შეეცვალა პირობით ექვსი წლის გამოსაცდელი ვადით,  ხოლო ზ.გ.-ს შეეფარდა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა.