განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის ბრალდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

2018-09-11 14:23:38
ბათუმის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით  ნარკოტიკული საშუალების  უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის ბრალდებული ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე ჰ. ხ. დამნაშავედ ცნო.  
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ  ჰ.ხ.-მ  უკანონოდ შეიძინა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით -  52,8896 გრ. ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს, რაც მისგან იქნა ამოღებული.
სამართალდამცველებმა ჰ.ხ. 2018 წლის 6 მარტს  ქ. ბათუმში დააკავეს.  მას  ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის  260-მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ბათუმის  საქალაქო სასამართლომ ჰ.ხ. დამნაშავედ ცნო  წარდგენილ ბრალდებაში  და  სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.