საქართველოს მთავარი პროკურორი ამერიკელი მოსამართლეების და ადვოკატების დელეგაციას შეხვდა

2018-05-15 16:49:01
საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე ამერიკელი მოსამართლეების და ადვოკატების დელეგაციას შეხვდა. საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე და მთავარი პროკურატურის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
დელეგაციის წევრები დეტალურად გაეცნენ საქართველოს პროკურატურის დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად განხორციელებულ ინსტიტუციურ რეფორმებს, უწყების პრიორიტეტებს,  პროკურატურის განვითარების სტრატეგიასა და ნაფიც მსაჯულთა სისტემის თავისებურებებს. სტუმრები დაინტერესდნენ პროკურატურის მოწყობისა და მთავარი პროკურორის არჩევის წესით,  პროკურატურის თანამშრომელთა როტაციის, საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტითა და სხვა საკითხებით. ასევე საუბარი შეეხო  საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში ნაფიც მსაჯულთა სისტემის თავისებურებებს. შეხვედრის დასასრულს მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ღონისძიებების განხორციელებაზე  მზაობა გამოხატეს.