საქართველოს პროკურატურა მოსამართლეებს პროფესიულ დღეს ულოცავს

2018-05-15 15:28:59
საქართველოს პროკურატურა  საერთო სასამართლოების მოსამართლეებს პროფესიულ დღეს ულოცავს. 
მოსამართლის პროფესია ადამიანის უფლებების დაცვასა და კანონის უზენაესობის განმტკიცებაში  უმნიშვნელოვანესია.  ჩვენი ქვეყნის მართლმსაჯულების სისტემის განვითარების გზაზე დამოუკიდებელი და   ძლიერი სასამართლოს როლი გადამწყვეტია. 
ყველა მოსამართლეს და სასამართლოს ყველა თანამშრომელს  ვულოცავთ პროფესიულ დღეს და წარმატებებს ვუსურვებთ  პროფესიულ საქმიანობაში.