სასამართლომ ოჯახში ძალადობისთვის ბრალდებული დამნაშავედ სცნო

2018-03-09 11:51:23

გორის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ოჯახში ძალადობაში და ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარაში ბრალდებული ზ.შ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი).
სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის დეკემბერში და 2018 წლის 14 იანვარს, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ზ.შ.-მ მის საცხოვრებელ  სახლში  შვილს - ა.შ.-ს სახის არეში  რამდენჯერმე დაარტყა ხელი და  სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.  ზ.შ.-ს  ქმედებით დაზარალებულმა ფიზიკური ტკივილი განიცადა და მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდა.
სამართალდამცველებმა ზ. შ. 2018 წლის 14 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება  სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი  ნაწილით (ოჯახში ძალადობა; ორი ეპიზოდი) და 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა; ორი ეპიზოდი) წარედგინა.
გორის რაიონულმა სასამართლომ ზ.შ. სრულად სცნო დამნაშავედ  წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად დანაშაულთა ერთობლიობით  თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით განუსაზღვრა.