საქართველოს მთავარი პროკურორი სახალხო დამცველს შეხვდა

2018-03-01 19:07:28

საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე საქართველოს სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას შეხვდა. საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას  საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე მამუკა ვასაძე, მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გაბიტაშვილი, საქართველოს მთავარი პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ნათია მერებაშვილი, ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსი სალომე შენგელია, სახალხო დამცველის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე და მოადგილეები: გიორგი ბურჯანაძე და ეკატერინე სხილაძე ესწრებოდნენ. 
საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ სახალხო დამცველს პროკურატურის მიერ განხორციელებული ღონისძიებები გააცნო. შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს პროკურატურასა და სახალხო დამცველის აპარატთან  ურთიერთანამშრომლობის ფორმატი და სამომავლო გეგმები. ასევე, საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილეებმა სახალხო დამცველს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით მიაწოდეს ინფორმაცია.
შეხვედრაზე მხარეებმა მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი, რაც მომავალში აქტიურად გაგრძელდება.