საქართველოს პროკურატურამ საქველმოქმედო გამოფენას უმასპინძლა

2017-12-29 15:41:03

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და სოციალურად დაუცველი ბავშვების მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვას უმასპინძლა. გამოფენაზე  წარმოდგენილი იყო სოციალური საწარმო „სტუდიო 47“-ის მიერ ახალი წლის თემაზე შექმნილი სხვადასხვა ნივთები.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და სოციალურად დაუცველი  ბავშვები მშობლების და მასწავლებლის დახმარებით თექისგან, ხისგან და სხვადასხვა მასალისგან ნივთებს  და აქსესუარებს ამზადებენ.
ღონისძიებაზე ასევე ბავშვებმა კონცერტი გამართეს და პროკურატურის თანამშრომლებისთვის ქართული ხალხური სიმღერები შეასრულეს.
საქველმოქმედო გამოფენაზე პროკურატურის თანამშრომლებმა  ბავშვების მიერ შექმნილი  ნივთები დაათვალიერეს და შეიძინეს. გაყიდული ნივთების შედეგად შეგროვილი თანხა  ახალი მასალების  შეძენას, ბავშვების გადამზადებას  და მათ დასაქმებას მოხმარდება.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მსგავსი სახის საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვას სექტემბერშიც უმასპინძლა.