საქართველოს მთავარ პროკურატურაში პატარებისთვის საახალწლო ზეიმი გაიმართა

2017-12-28 15:47:19

საქართველოს მთავარ პროკურატურაში პატარებისთვის საახალწლო ზეიმი გაიმართა. ღონისძიებას პროკურატურის თანამშრომლების შვილები და სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების ბავშვები ესწრებოდნენ.
მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ პატარებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და წარმატებები უსურვა.
პატარებისთვის წარმოდგენილ გასართობ პროგრამაში ზღაპრის გმირებთან ერთად ბავშვებიც მონაწილეობდნენ. პატარა სტუმრებისთვის სპეციალური საცირკო სანახაობაც მოეწყო. დასასრულს, თოვლის ბაბუამ ბავშვებს დამდეგი 2018 წელი მიულოცა და საახალწლო საჩუქრები გადასცა, შემდეგ კი ყველამ ერთად სპეციალურად მოწყობილ საახალწლო კუთხესთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღო.