სასამართლომ თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირისთვის ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

2017-11-10 17:05:32

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის და სხვაგვარი სექსუალური კონტაქტისთვის ბრალდებული პირი დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ განზრახი დანაშაულისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფ ზ.მ-ს  13 წლის გოგონასთან რამდენჯერმე ჰქონდა სქესობრივი კავშირი, მათ შორის გაუკუღმართებული ფორმით.
სამართალდამცველებმა ზ.მ. 2017 წლის 1 მარტს თბილისში დააკავეს. სასამართლოს  განჩინებით მას  აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ზ.მ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.