სამტრედიის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით ადგილობრივი საბჭოს პრეზენტაცია გაიმართა

2017-08-04 15:59:54

სამტრედიის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით, პროექტ „ადგილობრივი საბჭოს“  ფარგლებში  მუდმივმოქმედი საბჭოს პრეზენტაცია გაიმართა.
შეხვედრას სამტრედიის რაიონული პროკურატურის, სამტრედიის, ვანისა და ხონის შინაგან საქმეთა სამმართველოების, გამგეობებისა და რესურსცენტრების, სოციალური სამსახურების, პრობაციის ეროვნული სააგენტოს და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრის მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია პროექტ „ადგილობრივი საბჭოს“ მიზნებისა და ფუნქციების შესახებ. შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნა საქართველოს პროკურატურის მიერ მომზადებული კვლევები ოჯახში ძალადობისა და 16 წელს მიუღწეველ პირთან სქესობრივი კავშირის თემაზე. ასევე განხილულ იქნა სამტრედიის, ვანისა და ხონის რაიონებში გავრცელებული დანაშაულების გამომწვევი მიზეზები, სასჯელის სახედ  საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის გამოყენების საკითხი და პრევენციული ღონისძიებები.
პროექტის მიზანია აღნიშნულ რაიონებში არსებული კრიმინოგენური მდგომარეობის შესწავლა, განხილვა, ანალიზი და  პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა და ჩატარება.