საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებს შორის მინი ფეხბურთში ფინალური მატჩი გაიმართა

2017-07-01 14:00:21

ტურნირის პირველი ადგილისათვის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტისა და  დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის გუნდებმა იბრძოლეს.  დაძაბულ ბრძოლაში 3:2 გაიმარჯვა სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის გუნდმა, მესამე ადგილი კი თავდაცვის, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის გუნდმა დაიკავა. გამარჯვებულ გუნდს მთავარმა პროკურორმა თასი და მედლები გადასცა.
მთავარი პროკურატურის მიერ ორგანიზებული ტურნირი ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. გუნდები საქართველოს პროკურატურის სხვადასხვა დეპარტამენტის და რაიონული პროკურატურების თანამშრომლებისგან დაკომპლექტდა. ტურნირის დასასრულს სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები გამოვლინდნენ: საუკეთესო მეკარე,  საუკეთესო მოთამაშე, საუკეთესო მცველი, საუკეთესო თავდამსხმელი და საუკეთესო ბომბარდირი ტურნირის სიგელებით დაჯილდოვდნენ. სიგელი ასევე გადაეცა ტურნირის აღმოჩენას.
საქართველოს პროკურატურაში მინი ფეხბურთში ტურნირი ყოველ წელს იმართება და მისი მიზანია თანამშრომლების დაახლოება და სამსახურში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა.