პროკურატურამ არასრულწლოვნის თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის ორ პირს ბრალდება წარუდგინა

2017-05-10 16:58:10

მარნეულის რაიონულმა პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის რ. რ-ს და გ. ზ.-ს   წარუდგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე  ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წლის 28 აპრილს, დაახლოებით 09:00 საათზე, მარნეულის რაიონის სოფელ  თაქალოში მდებარე  საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, რ. რ.-მ გ.ზ.-სთან წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად,  უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება არასრულწლოვან  ზ. მ.-ს.
საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე  ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით, რაც თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან ათ წლამდე ვადით ითვალისწინებს.