საერთაშორისო თანამშრომლობა

 დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები:

 

  • მთავარი პროკურატურის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;

  • სამართლებრივი დახმარების შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობათა შესრულების უზრუნველყოფა;

  • უცხო სახელმწიფოს მოქალაქეთა ექსტრადიციის საკითხების განხილვა, უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე დაკავებულ საქართველოს მოქალაქეთა ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობების მომზადება და მათი დანიშნულებისამებრ გაგზავნა;

  • კომპეტენციის ფარგლებში, მსჯავრდებულ პირთა სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით გადაცემასთან (გადმოცემასთან) დაკავშირებული სამართლებრივი პროცედურების განხორციელება;

  • საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სხვა ორგანოებიდან შესათანხმებლად შემოსული საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების პროექტებზე შენიშვნებისა და წინადადების მომზადება;

  • საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

  • სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე სასამართლოში პროკურატურის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა;

  • რეკეტული დაჯგუფების, რეკეტირის, თანამდებობისპირის,  ქურდული სამყაროს წევრის, ადამიანით მოვაჭრის, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობის, აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ემუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებული პირის, მისი ოჯახის წევრის, ახლონათესავისა და დაკავშირებული პირის სარგებლობაში არსებული უკანონო და დაუსაბუთებელი ქონებისა და რეკეტული ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემის თაობაზე სარჩელის აღძვრა და სასამართლო პროცესზე წარმომადგენლობის უზრუნველყოფა, აღნიშნულ საქმეებზე ქვემდგომი საოლქო და რაიონული პროკურორებისა და გამომძიებლებისათვის და პროკურატურის სხვა მუშაკებისათვის სავალდებულოდ შესასრულებელი მითითებებისა და განკარგულებების მიცემა.

 

დეპარტამენტის სტრუქტურა


საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველო

საქართველოს მთავარი პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველო უზრუნველყოფს საქართველოს კომპეტენტური ორგანოების საერთაშორისო სამართლებრივ თანამშრომლობას სისხლის სამართლის საქმეებზე.   

საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს კომპეტენციაში შემავალი საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებებია:ექსტრადიციის, საერთაშორისო სამართლებრივი დახმარებისა და მსჯავრდებულების გადაცემის საკითხების განხილვა.

 

იურიდიული სამმართველო

 

საქართველოს მთავარი პროკურატურის იურიდიული სამმართველო უზრუნველყოფს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას და სასამართლოში სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე წარმოადგენს პროკურატურას. გარდა ამისა, აღნიშნული სამმართველო საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სხვა ორგანოებიდან შესათანხმებლად შემოსული საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების პროექტებზე ამზადებს შენიშვნებსა და წინადადებებს.

იურიდიული სამმართველოს ძირითად საქმიანობას წარმოადგენს რეკეტული დაჯგუფების, რეკეტირის, თანამდებობის პირის, ქურდული სამყაროს წევრის, ადამიანითმოვაჭრის, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობის, აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ემუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებული პირის, მისი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავისა და დაკავშირებული პირის სარგებლობაში არსებული უკანონო და დაუსაბუთებელი ქონებისა და რეკეტული ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემის თაობაზე სარჩელის აღძვრა და სასამართლო პროცესზე წარმომადგენლობის უზრუნველყოფა, აღნიშნულ საქმეებზე ქვემდგომი საოლქო და რაიონული პროკურორებისა და გამომძიებლებისათვის და პროკურატურის სხვა მუშაკებისათვის სავალდებულოდ შესასრულებელი მითითებებისა და განკარგულებების მიცემა.

 

 

თანამშრომლები

 

 

საკანონმდებლობაზა

 

  • საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 7 ნოემბრის N252 ბრძენება საქართველოს მთავარი პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ

  • საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 27 ნოემბრის N275 ბრძენება საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

  • საქართველოს კანონი პროკურატურის შესახებ

  • საქართველოს კანონი „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ 

  • ევროპული კონვენცია ექსტრადიციის შესახებ (პარიზი, 13.XII.1957);

  • ექსტრადიციის შესახებ ევროპული კონვენციის დამატებითი ოქმი (პროტოკოლი) (სტრასბურგი, 15. X.1975);

  • ექსტრადიციის შესახებ ევროპული კონვენციის მეორე დამატებითი ოქმი (პროტოკოლი)(სტრასბურგი, 17. III.1978);

  • სისხლისსამართლისსაქმეებზეურთიერთდახმარებისშესახებევროპულიკონვენცია (სტრასბურგი, 20.IV.1959);

  • სისხლისსამართლისსაქმეებზეურთიერთდახმარებისშესახებევროპულიკონვენციის დამატებითი ოქმი (პროტოკოლი) (სტრასბურგი, 17.III.1978.);

  • ევროპული კონვენცია სისხლისსამართლებრივგანაჩენთასაერთაშორისოაღიარებისშესახებ(ჰააგა, 28.V.1970);

  • ევროპული კონვენცია ტერორიზმის აღკვეთის შესახებ (სტრასბურგი, 27.I.1977);

  • კონვენცია მსჯავრდებულ პირთა გადაცემის შესახებ (სტრასბურგი, 21. III.1983);

  • კონვენცია უკანონოდ მიღებული შემოსავლის ლეგალიზაციის, ჩხრეკის, ამოღებისა და კონფისკაციის შესახებ (სტრასბურგი, 8.XI.1990);

  • მსჯავრდებულ პირთა გადაცემის შესახებ კონვენციის დამატებითი ოქმი (პროტოკოლი) (სტრასბურგი, 18.XII.1997);

  • სისხლის სამართლის კონვენცია კორუფციის შესახებ (სტრასბურგი, 27.I.1999.);

  • ევროპის საბჭოს კონვენცია ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ (ვარშავა, 16.V.2005);

  • კონვენცია სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საკითხებზე სამართლებრივი თანამშრომლობისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ (მინსკი, 22.I.1993);

  • კონვენცია განაჩენის შემდგომი აღსურლების მიზნით მსჯავრდებულ პირთა გადაცემის შესახებ (მოსკოვი, 6.III.1998);

  • გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენცია კორუფციის წინააღმდეგ;

  • გაერთიანებული ერების ორგანიზაციისკონვენცია ტრანსნაციონალურიორგანიზებულიდანაშაულისწინააღმდეგ;

  • ადამიანების, განსაკუთრებით ქალებისა და ბავშვების ტრეფიკინგის თავიდან აცილების, აღკვეთისა და დასჯის შესახებ ოქმი (პროტოკოლი), რომელიც ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ გაეროს კონვენციის დამატებას წარმოადგენს.

  • ხმელეთით, ზღვით და საჰაერო სივრცით მიგრანტთა კონტრაბანდის წინააღმდეგ ოქმი (პროტოკოლი), რომელიც ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ გაეროს კონვენციის დამატებას წარმოადგენს.

  • გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენცია ნარკოტიკული საშუალებებითა და ფსიქოტროპული ნივთიერებებით უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ;

  • საერთაშორისო კონვენცია მძევლების აყვანის წინააღდმეგ მიღებული 1979 წლის 17 დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მიერ;

  • კონვენცია საერთაშორისოდ დაცული პირების, მათ შორის დიპლომატიური პირების,წინააღმდეგ დანაშაულის აღკვეთისა და დასჯის შესახებ მიღებული 1973 წლის 14 დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მიერ;

  • საერთაშორისო კონვენცია ტერორისტული დაბომბვის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ, მიღებული 1997 წლის 15 დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მიერ;

  • საერთაშორისო კონვენცია ტერორიზმის და ფინანსების აღკვეთის შესახებ, მიღებული 1999 წლის 9 დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მიერ;

  • საერთაშორისო კონვენცია ბირთვული ტერორიზმის აქტების აღკვეთის შესახებ, მიღებული 2005 წლის 13 აპრილს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მიერ;

  • კონვენცია საჰაერო ხომალდში ჩადენილ დანაშაულობათა და სხვა ცალკეულ ქმედებათა შესახებ, ხელმოწერილი ტოკიოში 1963 წლის 14 სექტემბერს. (საერთაშორისო სამოქალაქო საავიაციო ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან დეპონირებული);

  • კონვენცია საჰაეროხომალდისგატაცებისაღკვეთისშესახებ ხელმოწერილი 1970 წლის 16 დეკემბერს ჰააგაში;

  • კონვენცია "სამოქალაქოავიაციისუსაფრთხოებისწინააღმდეგმიმართულიუკანონოქმედებებისაღკვეთისშესახებ", ხელმოწერილი 1971 წლის 23 სექტემბერს მონტრეალში;

  • საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის მომსახურე აეროპორტებში ძალადობის უკანონო ქმედების აღკვეთის ოქმი (პროტოკოლი), რომელიც "სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული უკანონო ქმედებების აღკვეთის შესახებ" 1971 წლის 23 სექტემბერს მონტრეალში ხელმოწერილი კონვენციის დამატებას წარმაოდგენს.

  • კონვენცია საზღვაო ნაოსნობის უსფრთხოების წინააღმდეგ მიმართული არაკანონიერი აქტების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ხელმოწერილი რომში 1988 წლის 10 მარტს. (საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან დეპონირებული);

  • რომის 1988 წლის 10 მარტის ოქმი (პროტოკოლი) კონტინენტურ შელფზე განლაგებულ ისტაციონარული პლატფორმების წინააღმდეგ მიმართული უკანონო ქმედების აღკვეთის შესახებ.(საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან დეპონირებული);

 

FAQ

 

რა არის ექსტრადიცია?

 

ექსტრადიცია არის პროცედურა, რომლის დროსაც ერთი სახელმწიფო საკუთარი იურისდიქციის ფარგლებში ჩადენილი დანაშაულისათვის ძებნილი პირის გადაცემის შუამდგომლობით მიმართავს მეორე სახელმწიფოს. თუმცა მიმართვა არ ნიშნავს, რომ ექსტრადიცია აუცილებლად განხორციელდება. არსებობს მთელი რიგი სამართლებრივი მიზეზები, რომელთა გამოც სახელმწიფოს შეუძლია უარი განაცხადოს საკუთარი ტერიტორიიდან პირის ექსტრადიციაზე.

 

 

რა არეგულირებს საექსტრადიციო პროცედურას?

 

ექსტრადიციის პროცედურებისძირითადირეგულირებებიმოცემულიასაქართველოსკანონში „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“.

ექსტრადიციის პროცედურის მარეგულირებელი ნორმების ძირითადი ნაწილი მოცემულია შესაბამის საერთაშორისო ხელშეკრულებებში, რომლებიც საქართველოშიც არის რატიფიცირებული. ვინაიდან ექსტრადიციის სფეროში თანამშრომლობის დიდი ნაწილი ევროპულ სახელმწიფოებზე მოდის, საქართველოში ყველაზე გამოყენებად საერთაშორისო ხელშეკრულებას ექსტრადიციის შესახებ ევროპული კონვენცია წარმოადგენს.

 

რა ფორმის უნდა იყოს შუამდგომლობა ექსტრადიციის მოთხოვნის შესახებ და რა დოკუმენტებს უნდა შეიცავდეს იგი?

 

ექსტრადიციის მოთხოვნის შესახებ შუამდგომლობა შედგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით. მასში ან თანდართულ დოკუმენტებში აღწერილი უნდა იყოს ფაქტობრივი გარემოებები, დანაშაულის სახე, მისი ჩადენის დრო და ადგილი, დანაშაულის სამართლებრივი აღწერა, კანონის შესაბამისი მუხლის ასლი, აგრეთვე ინფორმაცია, რომელიც კომპეტენტურ ორგანოებს დაეხმარება ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის ვინაობისა და მისი მოქალაქეობის დადგენაში.

გარდა ამისა, ექსტრადიციის მოთხოვნის შესახებ შუამდგომლობას თან უნდა დაერთოს ბრძანება აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ (თუ პირი ბრალდებულია) ან განაჩენის ასლი (თუ პირი მსჯავრდებულია).

 

 

რა არის საერთაშორისო სამართლებრივი დახმარება?

 

საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების პროცედურა მოიცავს უცხო სახელმწიფოში მტკიცებულების მოპოვებასა და სხვა და სხვა საპროცესო მოქმედებების ჩატარებას. აღნიშნული პროცედურის დროს გამომძიებელი/პროკურორი/მოსამართლე უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე თავისი იურისდიქციის ფარგლებში ასრულებს სხვადასხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებს. შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების შესახებ უცხო სახელმწიფოში შეიძლება გადაიგზავნოს მხოლოდ ცენტრალური კომპეტენტური ორგანოების მეშვეობით, აღნიშნულ საკითხებზე საქართველოს ცენტრალურ კომპეტენტურ ორგანოს წარმოადგენს საქართველოს მთავარი პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველო.

 

რა არეგულირებს სამართლებრივი დახმარების პროცედურას?

 

საერთაშორისო სამართლებრივი და ხმარების პროცედურა რეგულირდება საქართველოს კანონით „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ და შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებებით.

 

ვის შეუძლია მოითხოვოს სამართლებრივი დახმარება?

 

მხოლოდ გამომძიებელსა და პროკურორს შეუძლია მოითხოვოს სამართლებრივი დახმარება.

 

რას ნიშნავს მსჯავრდებულის გადაცემა/გადმოცემა?

 

მსჯავრდებულის გადაცემის პროცედურა მოიცავს, უცხო სახელმწიფოში მსჯავრდებული პირის გადაცემას მოქალაქეობის სახელმწიფოში. გადაცემის შემთხვევაში, მისჯილი სასჯელის მოხდა კვლავ გრძელდება. აღნიშნული პროცედურა განსხვავებულია ექსტრადიციის პროცედურისაგან.

 

ვის შეუძლია მოითხოვოს მსჯავრდებულის გადაცემა/გადმოცემა?

 

მსჯავრდებულის გადაცემა/გადმოცემა შეუძლია მოითხოვოს თავადმ სჯავრდებულმა ან მისმაწარმომადგენელმა ან გადამცემი/გადმომცემი სახლემწიფოს კომპეტენტურმა ორგანომ.

 

ვინ იღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულის გადაცემაზე/გადმოცემაზე?

 

მსჯავრდებულის გადაცემა/გადმოცემის გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი სახელმწიფოს პასუხისმგებელი ორგანო.

საქართველოში მსჯავრდებულის გადაცემა/გადმოცემის საკითხზე შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი მთავარიპროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს დასკვნის საფუძველზე.