საქართველოს მთავარი პრკურატურის საპასუხო განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრესცენტრისათვის

2013-03-02 12:00:00
საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრესცენტრის მიერ გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, რომ თითქოსდა ადვოკატ ა. ალადაშვილის მიერ გამოძიებისათვის წარდგენილი დოკუმენტები ეხება სხვა მოსამართლეს და არა უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ბესარიონ ალავიძეს.
 
საზოგადოების დეზინფორმირების მცდელობის თავიდან აცილების მიზნით პროკურატურა საჭიროდ მიიჩნევს განასაჯაროოს გამოძიების ზოგიერთი ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ ის, რომ ალეკო ალადაშვილის გარდა მოსამართლე ბესარიონ ალავიძის დიპლომთან დაკავშირებით სასამართლოში დავას აწარმოებდა  მოქალაქე ფრიდონ მაისურაძეც, რომელიც ითხოვდა ბესარიონ ალავიძის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების ბათილად ცნობას  იმ მოტივით, რომ მოსამართლე ბესარიონ ალავიძეს არ გააჩნდა უმაღლესი იურიდიული განათლება. უზენაესმა სასამართლომ ეს საჩივარი არ დააკმაყოფილა და განაცხადა რომ ეს გარემოება არ წარმოადგენდა მოსამართლის აცილების საფუძველს. შესაბამისად, სასამართლო ხელისუფლებისათვის ალექსანდრე ალადაშვილის მიერ პროკურატურისათვის საჩივრით მომართვამდეც ცნობილი უნდა ყოფილიყო იმ გარემოების შესახებ, რომ ბესარიონ ალავიძეს არ გააჩნდა უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
 
საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში ალექსანდრე ალადაშვილის განცხადების საფუძველზე დაწყებული გამოძიებით უკვე დადგენილია, რომ მოსამართლე ბესარიონ ალავიძეს  გააჩნია ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის „ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტი"-ს დამთავრების დამადასტურებელი საბუთიი, რაც არ წარმოადგენს უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს. 
 
საზოგადოების სწორად ინფორმირების მიზნით სრულად ვაქვეყნებთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2013 წლის 28 თებერვლის წერილს, რომელიც გამოთხოვილი იქნა გამოძიების მიერ.