მთავარი პროკურატურის განცხადება

2013-03-01 18:00:00
2012 წლის 28 დეკემბერს მიღებული, „ამნისტიის შესახებ" საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, განხორციელდა პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების გაუქმება და მათი სასჯელისგან განთავისუფლება.
 
პროკურატურა პოლიტიკური ნიშნით დევნილებას აცნობებს,რომ პოლიტიკური ნიშნით დევნილი 25-ვე პირის მიმართ დასრულდა ძებნის პროცედურები როგორც საქართველოს,ასევე ინტერპოლისა და დსთ-ს სათანადო სტრუქტურებში.