მთავარი პროკურატურის განცხადება გიორგი კალანდაძის ბრალდებასთან დაკავშირებით

2013-03-01 11:20:00
დღეს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გავრცელებულდა  ინფორმაცია, თითქოს  თბილისის საქალაქო სასამართლომ  ბრალდება მოუხსნა გ. კალანდაძეს. საქართველოს მთავრი პროკურატურა აცხადებს, რომ ეს ინფომრაცია არ შეესაბამება სინამდვილეს და ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანს.  გიორგი კალანდაძეს სასამართლოს მიერ  ბრალი მისთვის წარდგენილი ბრალდების არც ერთ ნაწილში არ მოხსნია. მას ამჟამადაც ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის იმავე მუხლებით, რითაც საქმე მის მიმართ წარიმართა სასამართლოში. კერძოდ მას ბრალი ედება სსკ 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბ) და გ) ქვეპუნქტებით ორი ეპიზოდსათვის, 25-142-ე მუხლის ა) და ე) ქვეპუნქტებით.
 
2012 წლის 08 ნოემბერს, გიორგი კალანდაძეს წარედგინა ბრალდება სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" და ,,გ" ქვეპუნქტებით - ვაზიანის ეპიზოდი. ამ ბრალდებისათვის 2012 წლის 09 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გიორგი კალანდაძეს შეეფარდა გირაო 20000 ლარი.
 
2012 წლის 12 ნოემბერს, გიორგი კალანდაძეს წარედგინა ბრალდება  სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ" და „გ" ქვეპუნქტებით .  2012 წლის 13 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გიორგი კალანდაძეს შეეფარდა გირაო 10 000 ლარი.
 
2012 წლის 19 ნოემბერს, გიორგი კალანდაძეს წარედგინა დაზუსტებული ბრალდება სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" და ,,გ" ქვეპუნქტებით  და 143-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ"ქვეპუნქტით, მესამე ნაწილის ,,ა" და ,,ე" ქვეპუნქტებით. ამ ბრალდებასთან დაკავშირებით, 2012 წლის 20 ნოემბერს შეტანილი შუამდგომლობა პატიმრობის მოთხოვნის თაობაზე, სასამართლოს მიერ არ იქნა დაკმაყოფილებული.           
 
2013 წლის 22 იანვარს, გიორგი კალანდაძეს წარედგინა დაზუსტებული და საბოლოო ბრალდება მასზედ, რომ ჩაიდინა დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ" და „გ" ქვეპუნქტებით (2 ეპიზოდი);  25, 143-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა" და ,,ე" ქვეპუნქტით; 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ" და „გ" ქვეპუნქტებით (1 ეპიზოდი).
 
2013 წლის 01 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასასამართლო სხდომაზე გიორგი კალანდაძეს მოუხსნა მხოლოდ 2012 წლის 12 ნოემბერს და 19 ნოემბერს წარდგენილი ბრალდებები და ძალაში დატოვა 2012 წლის 8 ნოემბრის და 2013 წლის 22 იანვრის შემაჯამებელი ბრალდებები. შესაბამისად დღეს მას ბრალი ედება იმავე მუხლებით, რაც მას წარედგინა 2013 წლის 22 იანვრის საბოლოო და შემაჯამებელი ბრალდებით ანუ გიორგი კალანდაძეს ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ" და „გ" ქვეპუნქტებით (2 ეპიზოდი);  25, 143-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა" და ,,ე" ქვეპუნქტით; 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ" და „გ" ქვეპუნქტებით (1 ეპიზოდი).