მთავარი პროკურატურა რობაქიძის მკვლელობის საქმის დეტალებს ავრცელებს

2013-02-26 05:41:00
საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის მიერ განმეორებით დაიკითხა დიდუბე-ჩუღურეთის საპატრულო პოლიციის ყოფილი ოცმეთაური მაიზერ ლიპარტელიანი, რომლიც იყო ამირან (ბუტა) რობაქიძის მკველობის ღამეს წერეთლის გამზირზე გასული საპატრულო პოლიციის პატრულ-ინსპექტორების, მათ შორის მსჯავრდებულ გ. ბაშალეიშვილის უშუალო ხელმძღვანელი და რომელიც მიუხედავად იმისა, რომ იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე და ფლობდა ინფორმაციას ბ. რობაქიძის მკვლელობის გარმოებებთან დაკავშირებით ამ საქმის გამოძიებისა და სასამართლო განხილვის არც ერთ სტადიაზე მანამდე დაკითხული არ ყოფილა.
 
ბ. რობაქიძის მკველელობის გარემოებების გაყალბების დადგენის მიზნით განახლებული გამოძიების ფარგლებში მაიზერ ლიპარტელიანი დაიკითხა 4-ჯერ. 2012 წლის 25 ნოემბერსა და 2013 წლის 18 დეკემბერს მიცემულ ჩვენებებში იგი კატაგორიულად უარყოფდა და არაერთხელ განმარტავდა, რომ შემთხვევის ადგილზე რაიმე სახის იარაღი არ არსებობდა, და შესაბამისად არც მას უნახავს ასეთი, თუმცა მოგვიანებით გადათქვა იგი და გამოძიებას მისცა არსებითად საწინააღმდეგო ჩვენება, კერძოდ მან განმარტა, რომ ბრალდებულ ი. ფირცხალავას მიერ მოპოვებული კადრების გავრცელების შემდგომ მას გაახსენდა, რომ შემთხვევის ადგილზე იყო 2 იარაღი, 1 ავტომატური და 1 ბარაბიანი იარაღი.
 
პროკურატურა მიიჩნევს, რომ მ.ლიპარტელიანის მიერ არსებითად ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებების მიცემა ემსახურება მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზანს, რაც ჩადენილია პირადი მოტივებით.  მ.ლიპარტელიანი დაკავებული იქნა სსკ 3711-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მას წარედგინება ბრალდება კანონით დადგენილი წესით და ვადებში.