მთავარი პროკურორი საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს შეხვდა

2013-01-23 12:15:00

23 იანვარს, მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა. მთავარი პროკურორი მათ იმ სისიხლის სამართლის საქმეების შესახებ ესაუბრა, რომელიც   პროკურატურამ, უკანასკნელ პერიოდში, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის  კუთხით გაატარა.

 

კერძოდ, საუბარი შეეხო ყოფილი მაღალჩინოსნების მიერ სექსულაური უმცირესობების ფარულად და უკანონო ჩაწრას და ამ გზით მათ შანტაჟს. დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა ინფორმაცია მიიღეს ციხეში არსებული წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე, კერძოდ საუბარი შეეხო წამებისა და არადამიანური მოპყრობის სისიტემურ  ხასიათს.  ამ დროისათვის  პროკურატურას  600 პატიმრმა მისცა  ჩვენება ციხეებში წამებისა და არადამიანური  მოპყრობის ფაქტების  შესახებ.  ელჩების დაინეტერესება გამოიწვია "ქართუ ბანკთან" დაკავშირებულმა სისიხლის სამართლის საქმემ.  დიპლომატიურმა კორპუსმა მთავარი პოკურორისაგან სრულის და ამომწურავი ინფორმაცია მიიღო  ყველა იმ საქმეზე ,რომელიც მათი ინტერესის საგანს წარმოადგენადა.

 

„ეს ჩემი   მესამე შეხვედრაა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან მთავარი პროკურორის რანგში, პასუხი გავეცი კითხვებს, რომლებიც მათ აქვთ საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, რათა საერთაშორისო საზოგადოება ისევე სრულად იყოს ინფორმირებული ამ საკითხებთან დაკავშირებით, როგორაც ინფორმირებულნი არიან საქართველოს მოქალაქეები. იმედი მაქვს, რომ მათ პასუხი ყველა კითხვაზე მიიღეს", - განაცხადა არჩილ კბილაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

 

მთავარი პროკურორის განცხადებით, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება, რაც პროკურატურის სიტემის მეტ გამჭვირვალობას შეუწყობს ხელს.