მთავარი პროკურატურის განცხადება

2013-01-10 11:20:00

მოქალაქე ალექსანდრე ქავთარაძის დაჭრის ფაქტზე  8 დეკემბერს ვანის რაინის პოლიციის საგამოძიებო ნაწილში სხეულის დაზიანების მუხლით აღიძრა. საქმის აღძვრას საფუძვლად დაედო დაჭრილი ალაექსანდრე ქავთარაძის  საავადმყოფოში მიყვანა, სადაც დაზარალებულმა განაცხადა, რომ ვანის პოლიციის უფროსის მოადგილემ ლევან მიგინეიშვილმა ტყეში  წაიყვანა და მიაყენა ცეცხლსასროლი ჭრილობა ფეხის არეში. ვინაიდან საქმეში ფიგურირებდა პოლიციის თანამშრომლის სახელი, ამიტომ საქმე გამოსაძიებლად გადაეცა სამტრედიის რაიონულ პროკურატურას.

ქავთარაძემ  ჩვენება  მესამე დღეს  მისცა პროკურს, სადაც მიგინეიშვილის ბრალეულობა არ დაადასტურა და განმარტა შემდეგი:

 

ალექსანდრე ქავთარაძის ჩვენება

 

საქმის ირგვლივ თქვენს მიერ დასმულ კითხვებზე გიპასუხებთ შემდეგს: ვცხოვრობ ვანის რაიონის სოფელ დიხაშხოში. ოჯახში მყვას დედა-ნათელა ქავთარაძე, მეუღლე- ვერა გოგელიძე, შვილები: 15 წლის ნათია ქავთარაძე და 5 წლის ლიზი ქავთარაძე. მამა ადრე გარდამეცვალა, იგი პროფესიით იყო მკერავი, ჩვენს რაიონში ბევრი ადამიანი იცნობდა როგორც ზედმიწევნით პატიოსან ადამიანს და პატივს სცემდნენ მას. მისი გარდაცვალების შემდეგ მე ვცდილობ გავაგრძელო მამის პროფესია, შევინარჩუნო ჩვენი ოჯახის სიპატიოსნე და მისი სახელი არ შევარცხვინო. პროფესიით მეც  მკერავი ვარ, შეკვეთებს ვღებულობ სახლში. 2012 წლის 08 დეკემბერს, საღამო დროს, დაახლოებით 19 საათზე ვიმყოფებოდა ნასვამი, რა დროსაც გადავწყვიტე წავსულიყავი „სოხანეიშვილების" უბანში არსებულ წყლის წისქვილში, რომელიც მდებარეობს მდ. სულორის პირას.  წისქვილში მე დატოვებული მქონდა სიმინდი დასაფქვავად და მინდოდა ფქვილის სახლში წამოღება. აღნიშნული წისქვილი ჩემი სახლიდან, დაახლოებით 1,5 კმ-ი მანძილით არის დაცილებულია.  წისქვილთან დაკეტილი დამხვდა, რის შემდეგაც მოვბრუნდი უკან. ამ დროს იქნებოდა, დაახლოებით 20 საათი, ბნელი ღამე იყო და  წვიმდა. წისქვილიდან, დაახლოებით 30-40 მეტრის გავლის შემდეგ შემომხვდა უცნობი პიროვნება, რომელიც ჩემს წინ შეჩერდა და მითხრა „ვინ ხარ და სადაური ხარო". მისი ხმა ჩემთვის უცნობი იყო, თუმცა ხმის მიხედვით მივხვდი, რომ ის იქნებოდა, დაახლოები 25-30 წლის, ხმის ტემბრი ქონდა მამაკაცური, ოდნავ ბოხი, ლაპარაკობდა იმერულ კილოზე, აღნიშნულ კითხვაზე მე ვუპასუხე „აქაური, დიხაშხოელი ბიჭი ვარ, შენ სადაური ხართქო",  რაზეც მიპასუხა „მე აქაური არ ვარ, სტუმრად ვარო". თუმცა არც მე და არც მას ერთმანეთისთვის გვარ-სახელები არ გვითქვამს. აღნიშნულის შემდეგ უცნობმა პიროვნებამ მკითხა „სიგარეტი ხომ არ მქონდა", რაზეც ვუპასუხე რომ „სიგარეტი არ მქონდა", ავუარე მას გვერდი და დავაპირე გზის გაგრძელება, რა დროსაც უკნიდან მომაძახა „ახალგაზრდა კაცს სიგარეტი როგორ არ გექნება და რატომ მიმალავო", მე მოვბრუნდი უკან და ვუთხარი „სიგარეტი ყველას ხომ არ აქვს ან ყველა ხომ არ ეწვათქო" და კვლავ დავაპირე გზის გამოგრძელება რა დროსაც უცნობმა კვლავ მითხრა „მოიცადე,  მე მოქცემ სიგარეტს და მოწიეო",  ჩვენ ამ დროს ერთმანეთის პირისპირ ვიდექით, უცნობმა მარჯვენა ხელი ჩაიყო სავარაუდოდ ქურთუკის მარჯვენა ჯიბეში, მოულოდნელად ხელი  ამოიღო და ამდროს გავიგონე გასროლის მაგვარი ხმა, თუმცა არც ისეთი ძლიერი როგორც ამა თუ იმ იარაღს აქვს, უფრო მცირე ზომის  საახალწლო სათამაშო ასაფეთქებლის ხმას გავდა, ამავდროულად მე ვიგრძენი, რომ მარცხენა ფეხის ტერფში რაღაც მომხვდა მაგრამ ძლიერი ტკივილი არ განმიცდია, მხოლოდ უსიამოვნო შეგრძნება მქონდა, ამის შემდეგ უცნობი სწრაფად შებრუნდა და წისქვილის მხარეს გაიქცა, მე მას არც გავკიდებივარ და გავაგრძელე გზა სახლის მიმართულებით, გზაში მსვლელობისას ტკივილმა ცოტა მომიმატა, სახლში მისულმა ვნახე, რომ ფეხსაცმელის ზედაპირი დაზიანებული იყო, მაგრამ ძირზე არაფერი ეტყობოდა. ჭრილობა მქონდა მარცხენა ფეხის პირველ და მეორე თითებზე საიდანაც მდიოდა სისხლი. ჩემმა ოჯახის წევრებმა მაშინვე მკითხეს თუ რა მოხდა, რაზეც დავუმალე სიმართელე და ვუპასუხე, რომ მეზობელს რკინის „ფეჩის" გადაადგილებაში ვეხმარებოდი და ფეხზე დამეცათქო. მე მოვიწმინდე ჭრილობა და შევიხვიე, მაგრამ ვინაიდან ვატყობდი, რომ ფეხი ნელ-ნელა მიშუპდებოდა გადავწყვიტე,  საავადმყოფოში წასვლა.  ჩემს ოჯახის წევრებს დავაძახებინე მეზობლად მცხოვრებ ჩემს ბიძაშვილზე ვალერი ქავთარაძეზე, რომელსაც ყავს ა/მანქანა „ვაზ 2106", სახელმწიფო ნომრები არ მახსოვს, რის შემდეგაც მე და ვალოდი მისივე ავტომანქანით წავედი ქალაქ ქუთაისში და მივედით ავტოქარხნის საავადმყოფოში.  საავადმყოფოში მე არ დამიმალავს, რომ მქონდა ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა, თუმცა დავმალე სიმართლე თუ რა ვითარებაში მივიღე ჭრილობა. ექიმების შეკითხვაზე თუ ვინ დამჭრა ვუთხარი, რომ შუადღისას ვანის პოლიციის უფროსის მოადგილემ გამიყვანა მდინარე რიონის პირას და დამჭრა, მართალია მე ვიცოდი, რომ ვანის პოლიციის უფროსის მოადგილეს ლევან მიგინეიშვილი ერქვა, მაგრამ საავადმყოფოში ვთქვი, რომ მისი სახელი და გვარი არ ვიცოდი.  აღნიშნულის შემდეგ მე სათანადოდ დამიმუშავეს ჭრილობა. აღმოჩნდა რომ პირველი თითის ძვალი მქონდა გატეხილი, დამადეს ორივე თითზე ნაკერები და დაახლოებით დილის 05 საათზე გამომწერეს ბინაზე. კითხვა: გაგვიმარტეთ მიზეზი თუ რატომ თქვით საავადმყოფოში, რომ დაგჭრათ ვანის პოლიციის უფროსის მოადგილემ? პასუხი: მოგახსენებთ, რომ 2012 წლის 28 ნოემბერს ჩემს მეზობლად მცხოვრებ ნელი მჟავანაძეს მოპარეს არყის სახდელი ქვაბი, რასთან დაკავშირებითაც მოსული იყო პოლიცია, მე ვანის პოლიციის უფროსმა ლევან მიგინეიშვილმა, რომელსაც მანამდე არ ვიცნობდი და გავიცანი იმ დღეს, წამომიყვანა ვანის პოლიციაში, გზაში მსვლელობისას იგი მეუბნებოდა, რომ მისი ინფორმაციით აღმნიშნული ქვაბი იყო ჩემი მოპარული თუ არა და უნდა მცოდნოდა მაინც ვისი მოპარული იყო, რაც მისთვის უნდა მეთქვა, მე ლევან მიგინეიშვილს ვუთხარი, რომ მე ამის შესახებ არაფერი არ ვიცოდი, თუმცა მას ჩემი არ ჯეროდა და იძახდა რომ მე ყველაფერი ვიცოდი, ვანის პოლიციაში მე დამკითხა გამომძიებელმა აღნიშნულ ქურდობასთან დაკავშირებით, რის შემდეგაც წამიყვანეს ნარკოლოგიურ სამსახურში და შემამოწმეს ნარკოტიკზე, რისი მომხმარების ფაქტიც მე არ დამიდგინდა, აღნიშნულის შემდეგ კიდევ ორჯერ მნახა ჩემს უბანში ლევან მიგინეიშვილმა, იგი ყოველ ნახვაზე დაჟინებით მიმეორებდა, რომ ქვაბის ქურდობა იყო ჩემი ჩადენილი, ამასთანავე მეზობლებმა დაიწყეს ჭორაობა, რომ რაღაც ცუდ ქმედებაში ვიყავი გარეული, ჩემი პატიოსნება დადგა ეჭვის ქვეშ, რაშიც სრულად ვადანაშაულებდი ლევან მიგინეიშვილს, ერთხელ მასზე სამაგიეროს გადახდაც გავიფიქრე, სწორედ ამ მიზეზებმა გადამაწყვეტინეს, რომ საავადმყოფოში ჩემს დამჭრელად პოლიციის უფროსის მოადგილე დამესახელებინა, გარდა ამისა ვიფიქრე, რომ თუ ვიტყოდი, რომ დამჭრა პოლიციის უფროსის მოადგილემ უფრო მომაქცევდნენ ყურადღებას.  მე რა თქმა უნდა არ ვფიქრობდი იმას, რომ ჩემს სიტყვებს რაიმე მძიმე შედეგი მოყვებოდა, მარტივად გადავწყვიტე და გავიფიქრე, რომ ამ გზით შევძლებდი და ლევან მიგინეიშვილი თავს დამანებებდა და აღარ შემაწუხებდა. კითხვაზე გიპასუხებთ, რომ ფეხსაცმელი, რომელიც მე იმ დღეს მეცვა მაქვს სახლში და წარმოგიდგენთ, ასევე შემიძლია განახოთ ის ადგილი სადაც მოხდა ჩემი დაჭრა."

აქვე განვმარტავთ, რომ  ლევან მიგინეიშვილი ინციდენტის დღეს უკვე აღარ იყო პოლიციის თანამშრომელი. მან  8 დეკემბერს დილით(მოქაალქე ალექსანდრე ქავთარაძის დაჭრა მოხდა 8 დეკემბერს საღამოს) საკუთარი პატაკის საფუძველზე დატოვა შინაგან საქმეთა ორგანოები.

აღნიშნულ სიოსიხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება