მთავარი პროკურატურა სასამართლოს განცხადებას ეხმაურება

2013-01-09 17:45:00

დღეს, 2013 წლის 09 იანვარს, სასამართლომ გაავრცელა განცხადება, რომლითაც შეეცადა აეხსნა ოქრუაშვილის საქმესთან დაკავშირებით მიღებული სრულიად გაურკვევლი  გადაწყვეტილებები.

 
თბილისის საქალაქო სასმართლომ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქმეში არ იყო წარმოდგენილი საპატიმრო ვადის გაგრძელებისათვის აუცილებელი მტკიცებულებები, მათ შორის პირის დაკავების ოქმი, რის გამოც, სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას გამოეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და ემსჯელა პატიმრობის გაგრძელების კანონიერებაზე. ამიტომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგლობლობა.
 
ვაცხადებთ, რომ ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოში ჩამოვიდა 2012 წლის 20 ნოემბერს, იგი დააპატიმრეს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთისას, რაზეც შედგა შესაბამისი ოქმი. ოქმის ეგზემპლარები დიდი ხანია წარდგენილია, როგორც თბილისის საქალაქო, ასევე სააპელაციო სასამართლოშიც, სადაც ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ მიმდინარეობს საქმეთა განხილვა. ამიტომ აპელირება ოქმის წარუდგენლობაზე, არ არის არგუმენტი.
 
მეტიც, სასამართლომ ბრიფინგზე განაცხადა:
 
"სასამართლომ ახალ არსებით გარემოებად არ ჩათვალა პროკურორის არგუმენტაცია, რომ საქმეზე დასაკითხი იყვნენ მოწმეეები და ამიტომაც არ შუცვალა ირაკლი ოქრუაშვილის პატიმრობა ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონიძიებით;"
 
"დღეის მდგომარეობით ირაკლი ოქრუაშვილის პატიმრობის ვადა გასულია და რადგან პატიმრობის გირაოთი შეცვლაზე პროკურორს ეთქვა უარი, ბრალდებული ი.ოქრუაშვილი ამ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე დარჩებოდა არა პატიმრობაში, არემედ აღკვეთის ღონისძიების გარეშე."
 
" მოცემულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა უკვე შეფარდებული აღკვეთი ღოისძიების შეცვლაზე უარის თქმას"
 
"ბრალდების მხარეს შეეძლო ზემდგომ ინსტანციაში გაესაჩივრებინა გადაწყვეტილება, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია."
 
პროკურატურა განმარტავს, რომ: აღკვეთის ღონისძიების გამოყენება, მისი ვადის გაგრძელება და შეცვლა, სასამართლოს  პრეროგატივაა,  თუმცა ამ გადაწყვეტილებათა მიღებისას სასამართლო შებოჭილია კანონოთ. აღკვეთის ღონისძიების გამოყენების აუცილებელი წინაპირობაა ბრალდების მხარის შუამდგომლობა, რომლის არსებობის გარეშე, სასამართლო უფლებამოსილი არაა მიიღოს ამ ღონისძიებათა გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება.
 
მარტივი სამართლებრივი საკითხია და გაურკვევლია, რატომ ართულებს სასამართლო, რომ ეს უკანასკნელი არ წარმოადგენს მხარეს და არ შეუძლია უფრო დაამძიმოს ბრალდებულის მდგომარეობა, ვიდრე ამას ბრალდების მხარე ითხოვს. უდავო ფაქტია, რომ პატიმრობაში დატოვებით, სასამართლომ ბევრად უფრო დაამძიმა ირაკლი ოქრუაშვილის მდგომარეობა, ვიდრე ამას პროკურატურა ითხოვდა, რაც სამართლებრივი ნონსენსია და ანალოგი არ მოეძებნება არცერთი სამართლებრივი სახელმწიფოს სამართალწარმოებაში.
 
ეს მოხდა იმ პირობებში, როდესაც პროცესის ორივე მხარე (პროკურატურა და დაცვა) ითხოვდა პატიმრობის შეცვლას.
 
სასამართლოს განცხადება იმის შესახებ, რომ აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე უარის გამო, პატიმრობის ვადა გავიდოდა და ამიტომ ირაკლი ოქრუაშვილი ასეთი ღონისძიების გარეშე დარჩებოდა,  არაპროფესიონალურია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანისკენ არის მიმართული.
 
თუკი სასამართლოს გადაწყვეტილება ამ მიზანს ემსახურებოდა, მაშინ მას თავად უნდა გაეუქმებინა აღკვეთის ღონისძიება, რასაც პირდაპირ ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა.
 
რაც შეეხება ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრებას: გვინდა განვმარტოთ, რომ სასამართლოს 4 იანვრის გადაწყვეტილების გასაჩირვრებას ზემდგომ ისტანციაში პროკურატურის მხრიდან არავითარი აზრი აღარ ჰქონდა. აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე უარის გასაჩვრება ზემდგომ ისატანციაში უბრალოდ ვეღარ ესწრებოდა ვადაში, რადგან სასამართლომ უარი აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე განგვიცხადა 4 იანვარს, ირაკლი ოქრუაშვილის საპატიმრო ვადა კი იწურებოდა 06 იანვარს. ამდენად, ამ შემთხვევაში, შესაძლებელი იყო დარღვეულიყო საპატიმრო ვადა, რაც საპროცესო კანონმდებლობის უხეში დარღვევაა, რასაც პროკურატურა ვერ დაუშვებდა.